ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა. ბერლინში, საქართველოს საელჩოში რუსთველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
რუსთაველის საზოგადოება პირველად ბერლინში 1922 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ დაარსებული პირველი რუსთაველის საზოგადოება იყო, რომელიც ცნობილმა გერმანელმა ორიენტალისტმა რიჩარდ მაკელაინმა დააფუძნა.