ქობულეთში დაკარგული მოზარდის ოჯახი გაუჩინარების ახალ ვერსიაზე საუბრობს.
17 წლის გოგი დოლიძის დედა ამბობს, რომ არასრულწლოვანი შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლია და გამოძიებამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.
გოგი დოლიძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე არასრულწლოვანი სახლში ნასვამ მდგომარეობაში, ნაცემი მივიდა.
ოჯახმა არ იცის, ვისთან მოუვიდა მოზარდს დაპირისპირება, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ 2 დეკემბრის ინციდენტი მის დაკარგვასთან რაიმე კავშირშია.
ამ დრომდე ოჯახი მომხდარს სოციალურ თამაშს უკავშირებდა, თუმცა გამოძიებამ ეს ვერსია გამორიცხა.
17 წლის გოგი დოლიძე ქობულეთის რაიონის სოფელს ბობოყვათში, საკუთარი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.