დიდუბის რაიონში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.
ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მძღოლი. ის მანქანში მარტო იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტომანქანის ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.