20 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე - დაშავებულია ორი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე - მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და დაზიანდა. გავრცელებული ცნობით, ის ბორდიურს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

დღის ამბები