18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
პატრიარქმა ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ნარკოტიკებს არ მოიხმარენ

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ,  ქადაგებით მიმართა.

ილია მეორემ ყურადღება ახალგაზრდების აღზრდასა და ნარკოტიკებზე გაამახვილა.

პატრიარქმა ტაძარში მყოფი ბავშვები ალბიონზე აიყვანა, დალოცა და პირობა დაადებინა, რომ ისინი ნარკოტიკებს არ მოიხმარენ.

ქადაგების დროს ილია მეორემ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემასა და ოჯახის სიმტკიცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დღესვე პატრიარქმა ბავშვებთან ერთად დალოცა უცხოეთში მყოფი ქართველები. 

დღის ამბები