18 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
კიევში იმპიჩმენტის მარშის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო

კიევში მორიგი მასშტაბური აქცია-მსვლელობა დაიწყო. იმპიჩმენტის მარშის  მონაწილეები შევჩენკოს პარკიდან დაიძრნენ და  დამოუკიდებლობის მოედნისკენ მიემართებიან.

ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, თქმით, ოპოზიცია უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ შეტევის ფაზაზე გადადის. ორგანიზატორები ელოდებიან, რომ დღეს აქციაზე წინა კვირასთან შედარებით, გაცილებით მეტი ხალხი მივა.

მიხეილ სააკაშვილი აქციაზე მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება.

ეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ კიევში პირველი დემონსტრაციაა.

მსვლელობის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლობის მოედანზე სპეციალურად მოწყობილი სცენიდან ლიდერები აქციის მონაწილეებს მიმართავენ და სამოქმედო გეგმას გააცნობენ. 

დღის ამბები