18 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომა ამ დრომდე სავალი გზის გარეშეა დარჩენილი

ოზურგეთის რაიონის სოფელი შრომა ამ დრომდე სავალი გზის გარეშეა დარჩენილი - გადაუღებელმა წვიმებმა ისედაც დაზიანებული გზა და ხიდები რამდენიმე დღის წინ მწყობრიდან საბოლოოდ გამოიყვანა. სოფელთან დაკავშირება, სადაც 30-მდე ოჯახი ცხოვრობს ამჟამად მხოლოდ შემოვლით გზით არის შესაძლებელი, თუმცა ისიც ცუდ მდგომარეობაშია.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.

შექმნილი ვითარება საკუთარი თვალით ნახა ოზურგეთის მერმა და ადგილობრივებს პირველი შესაძლებლობისთანავე დახმარებას დაჰპირდა.

 

დღის ამბები