18 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
მინდა, რომ როგორ კვირიკაშვილსაც ვიცნობდი, აი, იმ კვირიკაშვილის თვალით დაინახოს, რა ხდება - "უცნობის" ექსკლუზიური ინტერვიუ P.S.-ს

გიორგი კვირაკაშვილსა და მომღერალ "უცნობს" შორის დაწყებული დაპირისპირება გრძელდება.

გია გაჩეჩილაძე დღესაც იმ აზრზე რჩება, რომ მთავრობა ტენდერებში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს.

P.S.-თვის მიცემულ ინტერვიუში "უცნობი" ამბობს, რომ დროა, ქვეყანაში ფული ყველაზე გადანაწილდეს.  

„ერთი საშინელება დავამთავრეთ საქართველოში, ეს საშინელებები უნდა დავამთავროთ, უნდა ვიბრძოლოთ დემოკრატიისთვის და ფული ყველაზე უნდა გადანაწილდეს,“ - განაცხადა უცნობმა.

დაპირისპირება "უცნობსა" და პრემიერმინისტრტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ ღიად განაცხადა, რომ მისი სიძის კუთვნილი კომპანია მიზანმიმართულად იჩაგრება და ტენდერებში მხოლოდ ის კომპანიები იმარჯვებენ, რომელსაც მთავრობა ლობირებს. მან კონკრეტული რიცხვებიც დაასახელა.

"უცნობის" ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 127 საავტომობილო ტენდერიდან 57-ში მხოლოდ თითო მონაწილე იყო და ჯამში მათ 21 მილიონი მიიღეს, დანარჩენი 70 ტენდერი კი სადაც კონკურენცია შედგა, სულ 8 მილიონის იყო. ორივეგან ყველაზე მეტი შეკვეთა სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, კომპანიებს ერგოთ. მეორე იყო ჰიუნდაი - სამეთვალყურეო საბჭოში გოგი თოფაძის შვილით.

"უცნობის" ბრალდებების შემდეგ გიორგი კვირაკაშვილმა თქვა, რომ, თუ ეს ფაქტები დადასტურდება, მაშინ ის თანამდებობას დატოვებს, მაგრამ სანაცვლოდ "უცნობს" ულტიმატუმიც წაუყენა. თუ ბრალდებები უსაფუძვლო გამოდგა, მაშინ პრემიერი ყოფილი მეგობრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მის საპასუხოდ კი გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრემიერს შესაძლოა, გადადგომა უნდა და თუ ასეა გადადგეს.

„არ მინდა, გვერდში დამიდგეს, მინდა, რომ როგორ კვირიკაშვილსაც ვიცნობდი, აი, იმ კვირიკაშვილის თვალით დაინახოს, რა ხდება, მეტი არაფერი არ მინდა, რაა,“ - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. 

   

დღის ამბები