18 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან უშტატო თანამშრომლამდე - ქეთი დოლიძის ინტერვიუ P.S-თან 

მას შემდეგ, რაც ქეთი დოლიძე სამხატვრო ხელმძღვანელის ადგილიდან გაათავისუფლეს, კინომსახიობთა თეატრში მას უშტატო თანამშრომლად თვლიან. თეატრის ხელმძღვანელობამ პოსტიდან გაშვებული ქეთი დოლიძის სპექტაკლი სცენაზე გამოიტანა და მასში მთავარი როლი მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ შეასრულა. 

პირველი შემთხვევა, როდესაც დამდგმელი რეჟისორი თბილისში იყო და სპექტაკლს არ დასწრებია. ყველაზე ხმაურიანი ოვაციები კი იმ არტისტს, ნინელი ჭანკვეტაძეს, შეხვდა, ვინც ის თეატრიდან დაუნანებლად გაუშვა. კინომსახიობთა დასმა ქეთი დოლიძის დადგმული ტრამვაი-სურვილი მისი წასვლის შემდეგ პირველად ითამაშა.

ყველაზე დიდი გულისტკენა, რომელიც ქეთი დოლიძეს 48 წლის მანძილზე ახსოვს, ანუ იმ დღიდან, როდესაც ის თუმანიშვილს შეხვდა, ნინელი ჭანკვეტაძეს უკავშირდება. მისთვის ყველაზე გულდასაწყევტი სწორედ ის ფაქტი გახდა, რომ ნინელი ჭანკვეტაძის პოზიცია აღმოჩნდა.  

ქეთი დოლიძის მიერ ამ თეატრში დადგმული 7 სპექტაკლიდან 4-ში ნინელი ჭანკვეტაძე მთავარ როლს თამაშობდა. წლების განმავლობაში მათ პროფესიული ურთიერთობის გარდა, მეგობრობაც აკავშირებდათ.

დღის ამბები