ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ფინალში ხმების 50,1% მოიპოვა და კონკურენტები დიდი უპირატესობით დაამარცხა. გადამწყვეტ ტურში მან 4 სიმღერა შეასრულა. ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა.
მისი მწვრთნელი ფინური როკ ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა. გამარჯვების შემდეგ, ქართველმა მომღერალმა ფინალური სიმღერა The Voice of Germany-ის სცენაზე კიდევ ერთხელ შეასრულა.
ნათია თოდუა ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ პირველ ემოციებს სწორედ დილის გადაცემის მაყურებელს უაზიარებს. მას წარმატება საქართველოს პრემიერმაც მიულოცვა facebook-ის საკუთარ გვერდზე.