"სემეკი" დღეს თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის განხილვას იწყებს, რამაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს ელექტროენერგიის ღირებულებაზე.
თბოსადგურების მთავარი ნედლეულის, ბუნებრივი აირის, შესყიდვა დოლარზე ხდება, ლარის არასტაბილური კურსის გამო კი, ენერგოკომპანიებს თბოსადგურების მუშაობა სულ უძვირდებათ.
„ისევე, როგორც ყველა შემავალი კომპონენტი, თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტორენერგიის კომპონენტიც მნიშვნელოვანია საბოლოო სამომხმარებლო ტარიფში. მოგეხსენებათ, რომ თბოელექტროსადგურების გამომუშავება დამოკიდებულია ბუნებრივ გაზზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც დოლარის გაცვლითი კურსი, ასევე ზოგადად, შესყიდული ბუნებრივი გაზის საფასური,“ - განაცხადა "სემეკის" პრესსპიკერმა, ქეთი ბერიკაშვილმა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.