18 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
სოფელ შავღელეში სამი დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ სოფელ შავღელეში გაუჩინარებული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცის ცხედარს ოჯახის წევრებმა წყლის არხში მიაგნეს. ოჯახი ძალადობას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოხუცს შესაძლოა, სამსახურამდე მისასვლელი გზა აებნა.

მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა. ის 3 დღის წინ გაუჩინარდა. მანამდე კი, ოჯახის ინფორმაციით, მეგობართან ივახშმა და იქაურობა არაფხიზელ მდგომარეობაში დატოვა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები