"ბირჟა მაფიის" ორივე წევრი პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო და სისხლის სამართლის საქმე დაიხურა.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, საქმეში ცალკეული პოლიციის თანამშრომელთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ისინი ამ საქმეზეც ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.