18 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
დეკანოზ მამალაძის ადვოკატები ციხის ადმინისტრაციას პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავენ. ისინი ე.წ. მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას ადვოკატისთვის ხელის შეშლასა და დაკავებულის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ.

საქმე ეხება 11 დეკემბერს, მსჯავრდებულის ერთ-ერთი ადვოკატის მიერ საპატიმროში ხელმოსაწერად შეტანილ საბუთებს, კონკრეტულად კი საბანკო დოკუმენტებს, რომელზეც მამალაძეს ხელი უნდა მოეწერა. პატიმართან შეხვედრიდან გამოსულ ადვოკატს საპატიმროს ადმინისტრაციამ დოკუმენტაციები ჩამოართვა.

„გიორგი მამალაძემ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტაციას და მე როდესაც გამოვდიოდი დოკუმენტაციით ხელში, უსაფრთხოების შემოწმება გავიარე და აგრესიული ტონით შემოვიდა ოთახში მამაკაცი, რომელიც გამეცნო მე-9 დაწესებულების დირექტორის მოადგილედ და თქვა, რომ მე დაკავებული ვიყავი და ამ დოკუმენტაციის ამოღება უნდა მომხდარიყო და ამ დოკუმენტებით მე ვერსად ვერ გადავადგილდებოდი. როდესაც მივაწოდე ინფორმაცია, რომ თქვენ საქმის კურსში იყავით აღნიშნულ დოკუმენტებთან დაკავშირებით და ეს არ წარმოადგენს არანაირ უკანონო ნივთს, რომელიც მე შემქონდა ან გამომქონდა, მან მითხრა, რომ ამ დოკუმენტებს მე ვერ გამატანდა, უნდა ჩამოერთმია ჩემთვის იმიტომ, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს არ უკავშირდებოდა,“ - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული განყოფილების უფროსმა თამარ ავალიანმა.

დღის ამბები