18 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
"სემეკი" დღეს ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

თბო და ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენაზე "სემეკი" დღეს იმსჯელებს. მარეგულირებელი სხდომაზე ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფებს დაადგენს.

როგორც "სემეკში" განმარტავენ, თბოელექტროსადგურების შემთხვევაში ლარის კურსი ტარიფზე გავლენას არ მოახდენს.

25 დეკემბერს კი, "სემეკში" 2017 წლის ბოლო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია იმსჯელებს სამომხმარებლო ტარიფებზე "თელასისა" და "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის.

„კომისია იმსჯელებს ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე. დადგინდება, როგორც თბოელექტროსადგურების, ასევე ჰიდროელექტროსადგურების წარმოების ტარიფები. თბოელექტროსადგურების წარმოების ტარიფის დადგენისას მნიშვნელოვანია, როგორც შესყიდული ბუნებრივი გაზის საფასური, ასევე ლარის კურსი. ასახული იქნება 2.50 ნიშნულზე, აღნიშნული კურსი იყო გათვალისწინებული წინა პერიოდშიც და შესაბამისად, ამ მიმართულებებით ცვლილებები არ იგეგმება,“ - განაცხადა "სემეკის" პრესსპიკერმა ქეთევან ბერიკაშვილმა.

დღის ამბები