გაასაჯაროებს თუ არა შსს ექსპერტიზის დასკვნას 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის საქმეზე, ამ დრომდე უცნობია. სამხარაულის ერვონული ბიუროდან დოკუმენტი უწყებას გუშინ გადაეგზავნა. 16 წლის ლევან დადუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზით დადგინდა, რა სახის ჭრილობები მიაყენეს ბავშვს და რამდენი იარაღით.
არ არის გამორიცხული, საქმის ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება გასაიდუმლოებული დარჩეს. დასკვნას ელოდება მეორე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის ოჯახიც. ექსპერტებმა მუშაობა კვირის ბოლომდე უნდა დაასრულონ.