"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში" 9 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩენილ განსხვავებულ მოსაზრებებს ბრიფინგით გამოეხმაურა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილი.
შეხვედრაზე პეტრიაშვილმა მედიასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, კომისიის უფლებამოსილების საკითხზე, ხმის დათვლის პროცედურებზე და მეორე ტურის ჩატარებაზე.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ჯანაშიამ კანდიდატურა მოხსნა, სამართლებრივად მეორე ტური მაინც ჩატარდება.
„იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე პირი ხსნის კანდიდატურას, ასეთი შემთხვევაში, უბრალოდ მისთვის მიცემული ხმები, თუ ასეთი დაფიქსირდება, არ ითვლება,“ - განაცხადა საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა.