18 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
სურსათის უვნებლობის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი უწყებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

სურსათის უვნებლობის სააგენტოდან გათავისუფლებული თანამშრომელი უწყებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ლეილა ჩახვაძე "პატრიოტთა ალიანსის" წევრია, რომელიც კენჭს ადგილობრივ არჩვენებზე ლანჩხუთის ოლქში იყრიდა.

სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ის კუთვნილი შვებულებით სარგებლობდა, თუმცა ხელმძღვანელობამ მოგვიანებით შვებულება გაცდენილ დღეებად ჩაუთვალა და სამსახურიდან გაათავისუფლა.  

ლეილა ჩახვაძე ამბობს, რომ რეალური მიზეზი, პოლიტიკური დევნაა და სააგენტოში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს.

„ერთი წლის წინ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოადგილედ დაინიშნა ბატონი გიორგი იაკობაშვილი, რომელიც გახლავთ დავით კირვალიძის ნათესავი და მეგობარი და რომლის მოსვლის შემდეგ ჩვენს სამსახურში დაიწყო ნეპოტიზმის არნახული მასშტაბები, ასევე ადამიანთა შევიწროების არნახული საშუალებები და ისეთი, რაც დღეს ხდება სურსათის ეროვნულ სააგენტოში და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არცერთი ხელისუფლების დროს არ მომხდარა, რომლის შეცვლაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის,“ - განაცხადა ლელა ჩახვაძემ.

დღის ამბები