18 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
გორის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით 6 მოზარდი შეიყვანეს

გორის ბავშვთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით 6 მოზარდი შეიყვანეს. თავდაპირველად, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში  4 ბავშვი მიიყვანა, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო ცენტრში კიდევ 2 მოზარდი შევიდა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში 3 ბავშვი რჩება, ხოლო სამი ექიმებმა უკვე გაწერეს.

ბავშვთა საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მყოფ 3 ბავშვს საღამომდე გაწერენ.

ექიმების თქმით, ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ შეყვანის მომენტში მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდათ.

ბავშვების თქმით, მათ სკოლასთან ახლოს მდებარე ონკანიდან წყალი დალიეს და მოწამვლის სავარაუდო მიზეზად სწორედ ეს სახელდება.

დღის ამბები