18 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით აუდიოჩანაწერი, რომელიც სააკაშვილის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა, ფალსიფიცირებულია

აუდიოჩანაწერები, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებად იყენებს, ფალსიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „აი-სი-ტვ“ ავრცელებს.  

ტელეკომპანიამ აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა ფონოსკოპისტს კირილ უსკოვს სთხოვა. დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ჩანაწერი არასრულია, სხვადასხვა წყაროდანაა მოპოვებული და ერთმანეთთან რამდენიმე დიალოგის ფრაგმენტია შეერთებული, ჯამში კი ჩანაწერი 24 სხვადასხვა ფრაგმენტისგან შედგება და მისი მტკიცებულებად გამოყენება შეუძლებელია.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის გენერალური პროკურატურის მთავარი მტკიცებულება დამონტაჟებულია, ექსპერტის დასკვნით ამ ჩანაწერიდან არც იმის მტკიცება შეიძლება, რომ ხმა კონკრეტულად ამ ადამიანებს ეკუთვნის თუ არა. ვინაიდან ჩანაწერში არ არსებობს უწყვეტი 30 წამი, რაც მისი თქმით, ხმის ავთენტურობის დასადგენადაა აუცილებელი. 

დღის ამბები