18 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
22 წლის შემდეგ კარლო კაჭარავას ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში პირველად გამოიფინება

22 წლის შემდეგ კარლო კაჭარავას ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში პირველად იფინება. ქართველ დამთვალიერებელს საშუალება აქვს მხატვრის ის ნამუშევრები ნახოს, რომლებიც კერძო კოლექციებში ინახება, მათ შორის ხელოვანის ყველაზე დიდი და ცნობილი ტილო "გენერალი.“

„გენერალი" და ამ თემაზე შექმნილი სხვა რომანტიკული პორტრეტები ერთ სივრცეში გამოიფინება. მეორე დარბაზი კი კარლო კაჭარავას, როგორც პოეტსა და ხელოვნების კრიტიკოსს ისე წარმოაჩენს.

ქართველი ხელოვანის პერსონალური გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ზუსტად ერთი თვე გაგრძელდება.

დღის ამბები