18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა
15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა . მეათე კლასის მოსწავლე საავადმყოფოში გულმკერდის არეში მიყენებული 4 ჭრილობით შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მოზარდმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციის ჩატარება.
 
რატომ გაიმეტეს თანატოლებმა მეათე კლასის მოსწავლე და რა გახდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან მდებარე ბაღში სისხლიანი გარჩევის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
 
გავრცელებული ინფორმციით, ეჭვმიტანილი დაკავებული ჯერ არ არის. რუსთაველის გამზრზე 15 წლის მოზარდი გუშინ დაჭრეს.  
დღის ამბები