18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ბათუმში 17 წლის ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, ამ დრომდე კრიტიკულია

ბათუმში, კლინიკა " მედინაში" მოთავსებული 17 წლის ახალგაზრდა ხელოვნური მართვის სუნთქვაზე იმყოფება. არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.  დაშავებულს 6 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევა გუშინ ხელვაჩაურის რაიონში მოხდა. არასრულწლოვანმა სანადირო თოფით საკუთარ თავს ორი ჭრილობა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მომხდარი სასიკვდილო ინტერნეტ თამაშის მორიგი მსხვერპლია.

გამოძიება სწორედ კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები