18 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - სამოქალაქო სექტორში პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიამკვლევარები იმედოვნებენ, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან მიღებული სოლიდური თანხის პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას აძლევს, რაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აზრით, მაუწყებელს სხვა არხებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, საბოლოოდ კი, კონკურენტუნარიანი გარემო ზარალდება.

„დარგობრივმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ პროექტში პრობლემებს ხედავს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ თავად უმრავლესობის დეპუტატები. ჯერ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ გაიაზრებენ და გაიზიარებენ დანარჩენი პარლამენტარები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მოსაზრებებს,“ - აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი.

კანონპროექტს უსამართლოს უწოდებს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორიც. ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ასეთი დიდი ფინანსური რესურსი, ასეთ ღარიბ ქვეყანაში არაპროპორციულად არ უნდა მიედინებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯიბეში.

ამავე თემაზე
დღის ამბები