18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
"როგორც ჩვენ წავედით მე-7 გაკვეთილიდან, ისე წავიდა ისიც" - რუსთაველზე დაჭრილი მოზარდის კლასელები გუშინდელ დღეს იხსენებენ 

რუსთაველზე დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის, გუშინ მოსწავლე ახალგაზრდობის შენობასთან მოხდა, სადაც დაზარალებული სავარაუდოდ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მივიდა.

სკოლაში ყვებიან, რომ მოზარდი გაკვეთილებს დაესწრო და მისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. კერძო სკოლა ”ოქროს აკვანის” დირექტორის მაია მიქაძის ინფორმაციით, მოზარდი გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლშიც იმყოფებოდა.

„იყო სკოლაში ბავშვი, მთელი დღე იყო გაკვეთილებზე, დაახლოებით სამის ნახევრისთვის გავიდა. რამდენადაც ვიცი, სახლში მივიდა. მის მეგობრებს რომ ვეკითხები, ვერაფერია ხელჩასაჭიდი, რომ შეიძლება ეს უბედურება მომხდარიყო. ამ ბავშვს არანაირი საფუძველი და საბაბი არ მოუცია იმის, გვეფიქრა, რომ შეიძლება ვიღაცასთან კონფლიქტი აქვს,“ - აცხადებს კერძო სკოლა ”ოქროს აკვანის” დირექტორი მაია მიქაძე.

დაჭრილ მოზარდს დადებითად ახასიათებს კლასის დამრიგებელიც. მისი თქმით, მოზარდს სხვა მოსწავლეებთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია.

რაც შეეხება მოსწავლეების დაკითხავს, პედაგოგები აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

გუშინდელ დღეს იხსენებენ მოსწავლეებიც. მათი თქმით, მოზარდმა სკოლა გაკვეთილების დასრულების შემდეგ მათთან ერთად დატოვა. 

"როგორც ჩვენ წავედით მე-7 გაკვეთილიდან, ისე წავიდა ისიც," - ყვებიან ბავშვები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები