17 წლის მოზარდი, რომელმაც სანადირო თოფით თვითდაზიანებები მიიყენა, ბათუმის კლინიკაში კვლავ ხელოვნური მართვის სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. დაშავებულს 6 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონში, გუშინ მოხდა.
ბათუმის კლინიკა ”მედინას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი სასიკვდილო ინტერნეტ თამაშს უკავშირდება, გამოძიება სწორედ კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ გამოყენების ფაქტზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა მომხდარი ფაქტის შემდეგ სკოლაში ჯერ არცერთი გამომძიებელი არ მისულა.