18 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
მსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მსახიობ დავით როსტომაშვილის შვილი, დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალი მოუხსნეს ასევე გიორგი როსტომაშვილთან ერთად დაკავებულ ნიკოლოზ მჭედლიანსაც.

ორივე მათგანს ბრალი ბიზნესმენ ლევან შანდელაშვილის დაყაჩაღების საქმეზე ქონდათ წაყენებული, რომელსაც მარტში, იარაღის მუქარით ავტომანქანა და ძვირადღირებული ნივთები მოსტაცეს.

გამოძიება დაკავებულებს ქურდობასა და ყაჩაღობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ადანაშაულებდა. 

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალია და დღევანდელი გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი,“ - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიანის ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.

ბრალდების მხარე, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 

დღის ამბები