სოფელ ანაგის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. საპროტესტო აქცია დღეს ადგილობრივებმა გამართეს და გზის დაზიანებული 700 მეტრიანი მონაკვეთის აღდგენის მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობის დროს გადაადგილება შეუძლებელია, გზაზე ვერ მოძრაობს ტრანსპორტი, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხებიც.
სოფლის მცხოვრებლებმა, პრემიერმინისტრს ოფიციალური წერილიც გაუგზავნეს და პრობლემის მოგვარება სთხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია, მოხდება თუ არა გზის აღდგენა მომავალი წლისთვის.