დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოზურგეთის საჯარო სკოლაში. მშობლები სკოლის მასწავლებელს, მასწავლებელი კი მშობლებს ძალადობაში ადანაშაულებენ.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კონფლიქტი რეალურად მეზობლებს შორის, სკოლის გარეთ დაწიყო, მოგვიანებით კი სასწავლო დაწესებულებაში გაგრძელდა. მშობლები, სკოლის პედაგოგებს ძალადობაში, ფულის გამოძალვის მცდელობასა და ბულინგში ადანაშაულებენ.
ბრალდებებს უარყოფს ბავშვის პედაგოგი. ნატალია გობრონიძე ამბობს, რომ მან მოსწავლეს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.