თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მთელი ღამის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა. უამინდობის გამო რამდენიმე ავიარეისი გადაიდო, ასევე აეროპორტმა ძლიერი ნისლის გამო, რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.
ფრენები გადაიდო ვარშავის, მიუნხენისა და თურქეთის - ათათურქისა და საბიჰა გოგჩენის მიმართულებით. აეროპორტის ადმინისტრაციის განმარტებით რეისები ამინდის გამოსწორების შემდეგ აღდგება.
„მიუნხენის მიმართულებით მივდიოდით, გვითხრეს რომ ცუდი ამინდის გამო ჩვენი რეისის გადაიდო დამატებითი დეტალები არ ვიცი სხვა არაფერი უთქვამთ ჩვენთვის,”-განაცხადა ფაბრიციო სილვამ.