მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად ე.წ. ეშმაკის ბორბლის დემონტაჟში მონაწილეობდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მთაწმინდის პარკში სამუშაოებს კერძო კომპანია "კანო" ატარებს.