საია პარტიებს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლის ზრდისკენ მოუწოდებს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დღეს სპეციალურად მომზადებულ ანგარიშს გააცნობს საზოგადოებას.
კვლევა ორგანიზაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული ანალიზის საფუძველზე მოამზადა. ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 1 პროცენტით გაიზარდა.