ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პროკურატურასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი უკვე 11 თვეა ზარალის ანაზღაურებას და დამნაშავის გამოვლენას ითხოვენ. დაზარალებული და მათი ადვოკატი საქმეში გამოვლენილ ახალ დეტალზე საუბრობენ. როგორც ამბობენ სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყარო" და კომპანია, რომელმაც დემონტაჟი განახორციელა შენობაში შესვლის ნებართვას იმ შემთხვევაში მისცემდნენ დაზარალებულებს თუ მათ არ ექნებოდათ პრეტენზია დაკარგულ ნივთებზე და შეწყვეტდენ აქციების გამართვას.
მათ პრეტენზიებს არ იზიარებენ დაზარალებულები.