ქობულეთის 2018 წლის ბიუჯეტს ,,ნაციონალური მოძრაობა’’ მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა.
ოპოზიციის განმარტებით 27 მილიონ 949 ათას 700 ლარიან ბიუჯეტში 11 მილიონამდე ლარი ხელფასებზე, პრემია-დანამატებზე და ადმინისტრაციულ ხარჯზე მიდის.
ოპოზიციის ინფორმაციით მომავალი წლის ბიუჯეტში პრემია-დანამატის გაცემა შვიდჯერ მოხდება. მათივე განმარტებით ამ ფონზე, ყველა ის დაპირება, რომელსაც ,,ქართული ოცნება’’ წინასაარჩევნოდ გასცემდა შეუსრულებელი დარჩება.
ქობულეთის მერიაში ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ან არ იცნობს კარგად 2018 წლის ბიუჯეტს ან საზოგადოება შეცდომაში შეგნებულად შეყავს.