მესამე სექტორი ხელისუფლებას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდებს. „ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრში“ განმარტავენ, რომ ზაფხულში პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ინიციატივის დამტკიცება წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო, თუმცა ეკონომიკის სამინისტომ პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეაფერხა.
ორგანიზაცია რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ პარლამენტს, ჯანდაცვისა და ეკონომიკის უწყებებს მოუწოდებს.
„ეკონომიკური გუნდი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შრომის პოლიტიკის ფორმირებაზე და ის არსებითად აჭიანურებს და აფერხებს შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას, რომელიც არის ძალიან არსებითი და რომელსაც ყოველდღიურად არა ერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება და ეს არის სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობის და მათ შორის, საქართველოს პარლამენტის უმოქმედობის შედეგი,“ - განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ.