დღეს ენგურის ცენტრალურ ხიდზე, კიდევ ერთი ცხედარი გადმოასვენეს. მიხელ ჯინჭარაძე 1992 წელს ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან შეტაკებისას დაიღუპა. ის მაშინდელი უზენაესი საბჭოს წევრი და მერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.
ენგურის ხიდზე მის ცხედარს შვილი ალექსანდრე ჯინჭარაძე დახვდა. მისი განმარტებით, მათ ზუსტად იცოდნენ, სად იყო დაკრძალული მიცვალებული და საფლავს ნათესავები უვლიდნენ.
ნათესავების და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დახმარებით, მათ აფხაზურ მხარესთან მიაღწიეს შეთანხმებას და 25 წლის შემდეგ ცხედარი გადმოასვენეს. ცხედარს ქაშუეთის ტაძარში პარაკლისს გადაუხდიან და შემდგომ თბილისში დაკრძალავენ.