08 დეკემბერი 2024,   20:24
ვრცლად
პირიქითა ხევსურეთში ჩარჩენილი 15 ადამიანი და ფრანგული "პუმა" რომელიც საჭიროების შმთხვევაში ასაფრენად მზად არის

უვერტმფრენობის გამო პირიქითა ხევსურეთის მოსახლეობა იზოლაციაში მოქცეული. დიდთოვლობის გამო შატილიდან და არხოტის ხეობიდან ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ მასწავლებლები და რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე - სულ დაახლოებით 15-მდე ადამიანი.

როდის მოხდება, დიდთოვლობის გამო ხეობაში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანა, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს შინაგანს საქმეთა მინისტრს. ქვეყნის პირველი პოლიციელის თქმით, ხალხი მესაზღვრეების როტაციას უნდა დაელოდონ რადგან სხვა გამოსავალი არ არის. გაფუჭებულ ვერტმფრენებს ახლა აკეთებენ და მათ ცაში ასაფრენად კიდევ 7 თვეა საჭირო.

თუ საბჭოთა მი-8-ბი სარემონტოა, მთაში ბედის ანაბარა მიტოვებული ხალხის გამოსაყვანად ხელისუფლებამ ფრანგული პუმები უნდა გამოიყენოს - ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრება.

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კურიერს" უთხრა, რომ მიმართვის შემთხვევაში მზადაა პირიქითა ხევსურეთიდან მთაში ჩარჩენილი 15 ადგილობრივი, ფრანგული პუმას დახმარებით გამოიყვანოს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ გახარიას უწყება კიდევ 20 მილიონს 3 მი-8 ტიპის ვერტმფრენის სახანძრო ვერტმფრენად გადაკეთებაზე დახარჯავს. 

სანამ მთავრობა, დეპუტატები და სპეციალისტები მსჯელობენ როგორ განაახლონ შვეულმფრენების პარკი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კერძო კომპანია გამონახა, რომელიც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირიქითა ხევსურეთში ჩარჩენილ მოქალაქეებს გამოიყვანს. ამ შემთხვევაში კერძო კომპანიებს მოსახლეობის გამოსაყვანად ვერტმფრენი აღმოაჩნდათ, თუმცა რა უნდა ქნას მაღალმთიანი საქართველოს მოსახლეობამ მომდევნო 7 თვის განმავლობაში, პასუხი არ არსებობს.

დღის ამბები