07 დეკემბერი 2024,   06:06
ვრცლად
საავტორო უფლებების დარღვევის მოტივით ცნობილი რეჟისორები ინტერნეტ საიტებს უპირისპირდებიან

საავტორო უფლებების დარღვევის მოტივით ცნობილი რეჟისორები ინტერნეტ საიტებს უპირისპირდებიან. ბოლო დროის ალბათ ყველაზე ცნობილი ქართული ფილმების ავტორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი არანაკლებ ცნობილ Online პლატფორმებს - Adjarenet-ს და  imovies-ს მათი ნაშრომის უნებართვოდ გამოქვეყნების გამო ედავებიან.

საავტორო უფლებების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში დარღვეულია როგორც საავტორო, ასევე მომიჯნავე უფლებებიც, ფილმის რეჟისორსა და მის დისტრიბუტორ კომპანიასთან შეუთანხმებლად ინტერნეტ სივრცეში განთავსების სანაცვლოდ კი დაზარალებულმა მხარემ, ასეთ შემთხვევაში რადიკალურ ზომებს უნდა მიმართოს.

მხარეებს ჯერჯერობით ურთიერთ შეთანხმების იმედი აქვთ - წინააღმდეგ შემთხვევაში დავა სასამართლოში გაგრძელდება.

დღის ამბები