ავარია ქობულეთში - სოფელ ბობოყვათში მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 8 წლის ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
დაშავებული ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ექიმის განცხადებით, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.