18 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
მანანა ბერიკაშვილის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში აღარ მიიღებს მონაწილეობას

მანანა ბერიკაშვილის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში აღარ მიიღებს მონაწილეობას. გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის მოადგილემ მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის დროს მიიღო.

3-საათიანი შეხვდრის შემდეგ მწერლებმა და გამომცემლებმა ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობის ბოიკოტზე უარი თქვეს.

კულტურის სამინისტროსა და წიგნის ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრის გადაწყვეტილებით, ფრანკფურტი 2018-ის პროექტს ხელმძღვანელი შეეცვალა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ამ პროექტის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა, გათავისუფლება ითხოვა.

განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მეტრეველთან ერთად, რომელიც წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორია, პროექტს დატოვებს ცენტრის მთელი გუნდი. 

საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს დაგგემილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი. 

დღის ამბები