18 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"ღია ზღვაში" - გორში ერისთავის თეატრმა კიდევ ერთი პრემიერა გამართა

გორში ერისთავის თეატრმა კიდევ ერთი პრემიერა გამართა.

სლავომირ მროჟეკის პიესას "ღია ზღვაში" რეჟისორი ლაშა შეროზია პირველად დგამს საქართველოში. მანვე გააფორმა წარმოდგენა მუსიკალურად.

"ღია ზღვაში" არის აბსურდული კომედია. სპექტაკლის თემა მარადი ღირებულებებია ალოგიკური გადაწყვეტით. ხოლო მთავარი კითხვა - რა არის თავისუფლება, სად ვეძებოთ ის და რატომ. აქ ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან და ჭამენ ერთმანეთს, პირდაპირი გაგებითაც კი.

წარმოდგენა თეატრის მე-3 სივრცის ექსპერიმენტული სპექტაკლების რიგს განეკუთვნება.

საპრემიერო ჩვენებზე ერისთავის თეატრში მაყურებელს დღესაც ელოდებიან. 

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები