გურჯაანში ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ბაზრის I ჩიხში, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.
77 და 80 წლის მოხუცები საკუთარ ბინაში მეზობელმა დღეს იპოვა და პოლიციას შეატყობინა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი მუშაობს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.