18 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
გირჩი შსს-ს მოქალაქისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვს

პოლიტიკური ცენტრი გირჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. საქმე ეხება იუზა ხურცილავას, რომელსაც უწყების მიმართ პრეტენზიები აქვს.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს საზღვარზე მანქანით უპრობლემოდ გამოატარეს. რამდენიმე საათში კი გააჩერეს სამართალდამცავებმა და მანქანა გაუჩხრიკეს, თუმცა ნარკოტიკი ვერ იპოვეს. ამის შემდეგ ფოთში წაიყვანეს შესამოწმებლად და რადგან აკრძალული ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს, ისევ გაათავისუფლეს, თუმცა მანქანის სალონი დაშლილი დატოვეს.

ხურცილავამ მიმართა სამართალდამცავებს, აეწყოთ მისი ავტომობილი, რაზეც მან უარი მიიღო.

გირჩის წარმომადგენლის თქმით, თუ არ დააკმაყოფილებენ დაზარალებულის მოთხოვნას, ისინი სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დღის ამბები