სასურსათო ბაზრებში პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. საახალწლო სუფრისთვის გოზინაყის მოსამზადებლად ქართული ნიგოზის ყიდვა ბაზარში 50 ლარად არის შესაძლებელი. ასევე, გაძვირებულია თაფლიც.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს მომატებულია ინდაურის ფასი. სასურსათო ბაზრებში წინასაახალწლოდ არ მომატებულა ყველის ფასი. ასევე, გაძვირებულია თევზეული, საქონლისა და ღორის ხორცი.
მოქალაქეები ფასების მატებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. კურიერთან საუბრისას კი ამბობენ, რომ მათი სუფრა წელს შედარებით მოკრძალებული იქნება.
სადღესასწაულო სუფრა ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე გოზინაყით, ხაჭაპურით, საცივით, შემწვარი გოჭით და წიწილით, მოხარშული ქათმით, ტკბილეულით, ღვინითა და ოჯახის მონდომების მიხედვით, დაახლოებით, 500 ლარამდე ჯდება.
ჯერ უცნობია, რამდენად გაძვირდება პროდუქტი ახალი წლის წინა დღეებში, სურსათზე ფასების მატება უკვე დაწყებულია.