ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი
საახალწლო კონცერტისთვის ემზადება.
წარმოდგენა 26 დეკემბერს გაიმართება.
კონცერტი 2 მოქმედებად იქნება წარმოდგენილი და მასში 3-დან 18 წლამდე ასაკის, დაახლოებით, 250 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ისინი მაყურებლის წინაშე სპექტაკლ "თოჯინების ფერიით " და პირველ მოქმედებაში საკონცერტო პროგრამით წარსდგებიან.
კონცერტამდე კი ბავშვებმა რეპეტიცია გაიარეს.