18 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
ბათუმში მამა-შვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

ბათუმში მამა-შვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ისინი რეფერალურ საავადმყოფოში დღის ბოლოს მიიყვანეს. ინციდენტი ბენზეს დასახლებაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თუ რა გახდა მამა-შვილის დაჭრის მიზეზი, დაშავებულთა ახლობლები ვერ აკონკრეტებენ.

დღის ამბები