18 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"აიღეთ ტელეფონი, დაურეკეთ, მისწერეთ წერილი და აგრძნობინეთ, რომ ჯადოსნურ ღამეს ნატვრები ხდება" - სანტას მიმართვა

ლაპლანდიელი სანტა მეტი სიყვარულისა და თანადგომისკენ მოგვიწოდებს.

მსოფლიო მოსახოლებას სანტა კლაუსმა საკუთარი რეზიდენციიდან საშობაო მოგზაურობაში გამგზავრების წინ მიმართა.

სანტამ ყველას დამდეგი შობა მიულოცა და იმ ადამიანების თანადგომისკენ მოუწოდა, ვინც შობის ღამეს მარტო ხვდება.

"აიღეთ ტელეფონი, დაურეკეთ, მისწერეთ წერილი და აგრძნობინეთ, რომ ჯადოსნურ ღამეს ნატვრები ხდება" - ამბობს სანტა კლაუსი.

სანტას მოსასმენად და საშობაო ტურნეში გასაცილებლად სოფელ როვა-ნიემში, სადაც მისი რეზიდენცია მდებარეობს, ათასობით ბავშვი და ზრდასრული შეიკრიბა.

ტრადიციის თანახმად, სანტა მის ერთგულ მეგობარ ირმებთან ერთად შობის ღამეს მსოფლიოს გარშემო იმოგზაურებს. მის გადაადგილებას კი პენტაგონის კომოსური ძალების სააგენტო გააკონტროლებს.

დღის ამბები