ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ორსართულიან სახლში ცეცხლი, დაახლოებით, დილის საათებში გაჩნდა. დამწვარია საცხოვრებელი სახლის ნაწილი და საოჯახო ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.