07 დეკემბერი 2024,   07:25
ვრცლად
ფოთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება

ფოთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება. თანამედროვე კანალიზაციის სისტემის მოწყობისთვის 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა და ჰოლანდიური კომპანია ტაჰალ გრუპის ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერეს.

სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. ახალი კანალიზაციის სისტემა რეგიონში სანიტარული პირობებს გააუმჯობესებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

დღის ამბები