07 დეკემბერი 2024,   05:30
ვრცლად
სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაზარალებული მასტერ-სერჟანტი სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება

მასტერ-სერჟანტი ლევან ლობჯანიძე, რომელსაც საველე სამუშაოებისას ლაფანყურში მივლინების დროს ჯანმრთელობა დაუზიანდა, სახელმწიფოსგან სრულფასოვან ყურადღებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

ლევან ლობჯანიძეს ბორელიოზი დაუდგინეს, რაც ტკიპის კბენისგან იყო გამოწვეული. ხანგრძლივი მკურნალობა დაიწყო, თანხის ნაწილი დაზღვევამ აუნაზღაურა, შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარა. სიარული დაიწყო, თუმცა მდგომარეობა არ იცვლებოდა, ბოლოს თურქეთში გამოკვლევაზე წავიდა, სადაც ოპერაციის გაკეთება ურჩიეს, მაგრამ შსს-მ თანხის გაცემაზე უარი უთხრა.

ავსტრიაში 35 000 ევრო მოსთხოვეს და ის თანხაც ვერ იშოვა.

შსს-ს კიდევ მიმართა დახმარებისთვის, თუმცა მათ მხოლოდ 10 000 ლარის ოდენობის დახმარება შესთავაზეს, რაც ლევანისთვის საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ თავად თქვა უარი.

ლევანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ გენინსპექციას 2013 წელსვე ესაუბრა, თუმცა შემდეგ რა მოხდა ან რატომ არ თვლიან სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაზარალებულად, არ იცის.

დღის ამბები